LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2264
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ნეგატიურ დაღს ასვამს ადამიანთა ჯანმრთელობას და ამის მთავარი მიზეზი არის ახალმთვარეობა, რაც რთულ კოსმიურ ენერგიებთანაა დაკავშირებული – კუროს ზოდიაქოს ნიშანში ხდება მზისა და მთვარის ენერგიების შეერთება. ეს მოვლენა დღის განმავლობაში მეტად განავითარებს ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს, სხვადასხვა ცდუნებებს, მოიმატებს დეპრესიის, აგრესიის, ჯანმრთელობის გაუარესებისა და კონფლიქტების ალბათობა. ამიტომ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ თქვენი აზრები, სიტყვები და ემოციები.

დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, ნუ აჰყვებით ჭორებს, ინტრიგებს და მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, რათა საიდუმლო არ გათქვათ. ეცადეთ, დღე მშვიდად გაიაროთ. მოერიდეთ რემონტის წამოწყებას, ფულის გასესხებასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ასევე არ არის სასურველი ქორწინება და პარტნიორული თანამშრომლობა. თუმცა, დღეს ხელსაყრელია რეკლამის წარმოება, პრეზენტაციები, სწავლა, მშენებლობა და სუნთქვითი ვარჯიშები.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციის ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არის სასურველი. სამაგიეროდ,  კარგი პერიოდია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის სამკურნალოდ. კვების რაციონიდან ამოიღეთ ხორცი და რძის ნაწარმი, ასევე მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა, მანიკური და პედიკური.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძისა და ტყუპებისთვის. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნები იყავით ფრთხილნი და წინდახედულნი, აკონტროლეთ საკუთარი აზრები და ემოციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები