2018 წლის 11 თვეში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 1 597 828 000 ლარი დახარჯეს.
სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს და ის წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 31%-ით აღემატება. გასულ წლის იანვარ-ნოემბრის ჩათვლით ეს დანახარჯი 1 217 737 000 ლარი იყო.
რაც შეეხება ბოლო თვეს, 2018 წლის ნოემბერში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საბანკო ბარათებით 170 445 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 44 მილიონი ლარით მეტია.