“ადამიანები, რომლებიც ხელს გიწვდიან და გეხმარებიან, ეს მათ ბუნებრივი მოთხოვნილებაა ხალხს დაეხმარონ და ამაში პოულობენ ერთგვარ სიამოვნებას”,- ამ სიტყვებით გამოემაურა აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ექიმების დაპირისპირებას.
როგორც ის აღნიშნავს, სამწუხაროა რომ მხოლოდ საქართველოში ხდება “ეს რაღაც სულელური კომენტარების გაკეთება, ექიმებთა შორის საჯარო “ზიზღის” ჩამოგდება და ქილიკი”.
“კამიუს რომ დავესესხოთ კიდევ ერთხელ
“ირანის მოქალაქეებს არ შეუძლიათ ამ რეალობის აღიარება. თუნდაც მაშინ როდესაც ქალაქის მოსახლეობის მეოთხედი კვდება, ხალხი იწყებს გამოგონებას მიზეზებისა თუ რატომ არ დაემართებათ იგივე. ისინი თანამედროვე ადამიანები არიან… ტელეფონებით, თვითმფრინავებით და გაზეთებით. ისენი დარწმუნებულები არიან რომ არ დაიხოცებიან როგორც XVII საუკუნის ლონდონელი არამზადები …”
საქართველო აღმოჩნდა ერთგვარი მსხვერპლი COVID-19ზე ადრეული “გამარჯვების” ზეიმით და სამწუხაროდ დღეს 1387 ადამიანია გარდაცვლილი.
წარმოიდგინეთ ყოველდღიურად რომ ისმენდეთ მაგ. საქართველოში თვითმფირნავი ჩამოვარდა და 40 ადამიანი მოკვდა, საინტერესოა ასეთი ინფორმაციის მიმართაც ერთგვარად ინდიფერენტულები გავხდებოდით თუ არა …?!
სამწუხაროა რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ეს რაღაც სულელური კომენტარების გაკეთება, ექიმებთა შორის საჯარო “ზიზღის” ჩამოგდება და ქილიკი ვითომდა ე.წ. “კორიფეებისგან”.
დიდი მადლობა, რომ ლამის ტერორისტად გამომაცხადეთ – თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მოღვაძე ქართველ ექიმს
ამას წინ იყო ფსევდო-მცდელობა ჯანდაცვის სამინიტროს მიერ ვითომდა “უცხოეთში” მომუშავე ექიმებს შეგვხვდნენ online… ერთ საათიანი მონოლოგის (არ არის რთული მისახვედრი ვისგან) მოსმენისას მივხვდი რა რომ საკუთარი თავით ტკბობის გარდა არაფერს ვისმენდი, ვთქვი რომ “ლექციაზე” მგონია თავი და დავტოვე შეხვედრა.
კარგად დაიმახსოვრეთ ადამიანები რომლებიც ხელს გიწვდიან და გეხმარებიან, არა იმიტომ რომ ეს მათ ეგოს ელამუნება, ან რაიმე რეგალიას მატებს, არამედ ბუნებრივი მოთხოვნილება აქვთ ხალხს დაეხმარონ და ამაში პოულობენ ერთგვარ სიამოვნებას.
პანდემია ჩაივლის, ბევრი ისევ ისეთივე კოსმიურად ეგოცენტრული დარჩება, ბევრი გააგრძელებს ფსევდო ინტელექტუალებად ცხოვრებას, ბევრი ისევ პაციენტების საწოლის გვერდით იქნება ცხოვრების ბოლომდე.
ცოტაც გაუძელით, ნიღაბი ატარეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, ბევრჯერ ვთქვი ყველაზე ცოდო ის ხალხია ვინც პანდემიამ იმსხვერპლა და მათ აღარაფერი ეშველებათ”,-წერს ბექა ბახტაძე ფეისბუქში.