LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ თბილისში 1 200 თავისუფალი საწოლი გვექნება: კორონავირუსის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება

108
BeFunky-collage (4)

პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, კოვიდის მართვაში კიდევ ოთხი კლინიკა ჩაერთვება, რის შედეგად თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„კოვიდ სასტუმროებში 3 900-მდე საწოლია მობილიზებული. დღის ბოლოს კი დამატებით 4 კლინიკა ჩაერთვება და საწოლების რაოდენობა მხოლოდ თბილისში 1200 ადგილით გაიზრდება. შესაბამისად ყველა პაციენტი, მონიტორინგს და ყველა საჭირო დახმარებას  მიიღებს. ეს ციფრები მუდმივად ცვალებადია, რადგან როგორც პაციენტების მიღება, ასევე მათი გამოჯანმრთელება ხდება. თუ მობილიზებული საწოლების რაოდენობა საკმარისი არ იქნება გვაქვს კლინიკების ნუსხა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ისინიც, პაციენტებს საწოლებითა და პერსონალით უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

უკვე აღარ არის ის დრო, ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ: მარინა ენდელაძე

საქართველოში კრიტიკულად მძიმე 70-მდე პაციენტი მკურნალობს.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდის სამართავად მედ-პერსონალის რაოდენობა არასაკმარისია.

„გვაქვს გათვლა, რომ მინიმუმ 10 000 საწოლამდე საქართველოს მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში შეძლებს გადაფაროს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ. ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრი, რომლის რაოდენობა არა ხარისხობრივ ჭრილში, არამედ მათი ლიცენზიების კუთხითაც შეზღუდულია. აქედან გამომდინარე გვესაჭიროება არამხოლოდ საწოლ ფონდი, არამედ უნდა გავითვალისწინოთ, რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა”- განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე, აღნიშნა, რომ ინფიცირებულ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ლოდინი შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის.

„ლოდინის რეჟიმი არამხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის არახალია, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ დაელოდოს ბრიგადას, იმისთვის რომ გაეწიოს შესაბამისი მომსახურება, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე საავადმყოფო, თუნდაც სასტუმრო ვერ მიიღებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ ვუზრუნველყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველომ წელს 3-ჯერ მეტი ვაქცინა შეიძინა იმასთან შედარებით, რისი შეძენაც წლიურად იგეგმებოდა. ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებში გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა დაბალი იყო, წელს კი აღნიშნული გადაწყვეტილება მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე მიიღეს. პირველ ეტაპზე  ის ადამიანები აიცრებიან, რომლებსაც ვაქცინა უკიდურესად ესაჭიროებათ და ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ.

919 ახალი შემთხვევა, აქედან 366 თბილისში – კორონავირუსის ანტირეკორდი საქართველოში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g