LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკლავს ერთი რამ: სახლში რომ მოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი რა დაგემართა-მეთქი, ტიროდა, არ მეუბნებოდა” – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

179
pjimage

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ და ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია ცოტა ხნის წინ დატოვეს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი გოგონას მამამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას უნდობლობა გამოუცხადა და მათთვის საქმის ჩამოშორება მოითხოვა.

 

“შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა, რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური, სამართლიანი იქნება”, – განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ასევე განაცხადა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც მისი მიმართულებით მუქარის შემცველი ხასიათის საუბარს ახორციელებდა, და რომელმაც შეატყობინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი “დიდ შარში იყო” ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია. მათი ინფორმაციით, ბაჭულაშვილი პოლიციაში არ დახვდათ.

პოლიციის დატოვების შემდე ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გაკეთა და გარდაცვლალებამდე შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გარდაცვლილის მამის ერთ-ერთი ვერსიით გოგონა თვითმკვლელობამედ მისმა სამსხურმა მიყვანა.

“ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

 

რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის ფსიქოლოგთან ვიზიტის შესახებ

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა. ბოლოს პროგრამისტის ავტომობილი კამერებმა სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგონას ოჯახი და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

პოპულალურები