LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელი ეს ორი ადამიანია, სამხედრო დამნაშავეები, სურათები მაქვს.. გადმოსცენ საქართველოს და გაასამართლონ“ – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა

165
Untitled design (29)

სოფელ კირბალში,  საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია მკვლელების ვინაობა და საქართველოსთვის მათ გადმოცემას ითხოვენ.

„მოვიდა ინფორმაცია, რომ მკვლელი ეს ორი ადამიანია. სურათები მაქვს. კოკოევმა რაც უნდა თქვას, კოკოევმა უნდა გაამართლოს თავისი სამხედრო, ჯარი და პოლიცია. არიან სამხედრო დამნაშავეები და მოვითხოვ მათ დასჯას. უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლონ. 2008 წლის ომის მონაწილე იყო, მოუწყვეს ჩასაფრება და ჩაცხრილეს,“ – განაცხადა სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მოკლულის ოჯახს კუთვნილი ავტომანქანა გუშინ გადასცეს. მასზე ნატყვიარი და სისხლის კვალია.

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა“ – დავით ქაცარავა ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს

 

 

“ხომ იციან ვინაა ჩემი ძმის მკვლელები?! არც მაგათ დასჯიან” | თამაზ გინტურის ძმა

“არიან სამხედრო დამნაშავეები, მოვითხოვ დასჯას, ხელისუფლებიდან, გამოძიებიდან არავინ დამკავშირებია” | თამაზ გინტურის ძმა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

„ჩემი ძმა იყო უშიშარი.. სადაც გინდა ყოფილიყო, მივიდოდა და ყველა ეკლესიაში მოილოცავდა.. არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის“ – თამაზ გინტურის ძმა 

„ორკები დილიდან გამოჩნდნენ კირბალის თავზე. ლომისას კარი ჯერ კიდევ ღიაა…“ – დავით ქაცარავა ვიდეოს აქვეყნებს

ვიდეო: „აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვერ ავალთ, ვიღაცა რომ ავიდეს მიჰყავთ ეგრევე“ – თამაზ გინტურის ბოლო ინტერვიუ

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

„სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს“ – სუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g