LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა“ – დავით ქაცარავა ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს

231
ავტომობილი

ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული, თამაზ გინტურის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზედაც მისი ინფორმაციით, დაცხრილვის კვალი ჩანს.

„ეს არის ჩვენი სალოცავი, ვენაცვალე ამის ძალას და მადლს“ – თამაზ გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული კადრები

ქაცარავა ფოტომასალას facebook-ზე აქვეყნებს და წერს:

„ორკები დილიდან გამოჩნდნენ კირბალის თავზე. ლომისას კარი ჯერ კიდევ ღიაა...“ – დავით ქაცარავა ვიდეოს აქვეყნებს

ქაცარავა სოფელ კირბალში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ლომისას ეკლესიის ფოტოსთან ერთად, რუსი მესაზღვრეების გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა.“

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვიდეო: „აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვერ ავალთ, ვიღაცა რომ ავიდეს მიჰყავთ ეგრევე“ – თამაზ გინტურის ბოლო ინტერვიუ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ 

mazda magti 5g