LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ფონიჭალაში – სისხლიან გარჩევას მსხვერპლი მოჰყვა

94
პოლიცია-კრიმინალი

სისხლიანი გარჩევის შედეგად, ფონიჭალაში გარდაცვლილი მამაკაცი, გვიან ღამით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც მას მანქანით გზა გადაუღობეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები