LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანი დღეა დღეს“ – სააკაშვილის ძმის განცხადებით, ექსპერტებს სააკაშვილთან შესვლის საშუალება მიეცათ

54
BeFunky-collage

„მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ვინაიდან მიეცათ ექსპერტებს უკვე შესვლის საშუალება, ამ წუთებში უკვე შესული არიან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც სასამართლოში შეიტანენ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.

„ამ დღეს ველოდით დიდი ხნის მანძილზე, ვინაიდან ჩვენ უკვე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა და შემდგომ, ძალიან მოკლე ხნის ვადაში მივმართავთ სასამართლოს, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ჩემი ძმის“ , – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ასევე, ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.

იხილეთ ვრცლად:

“20 კილოგრამი აქვს დაკლებული – სააკაშვილმა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა…თუ კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას დაიღუპება” – რას აცხადებენ ადვოკატები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g