LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეს ვიზიტი იმისთვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ჩვენი ნატოში გაწევრიანებისა და დე-ოკუპაციის თემა გააქტიურდეს: სალომე სამადაშვილი

44
სალომე სამადაშვილი

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ეს ვიზიტი იმისთვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში  ჩვენი ნატოში გაწევრიანების და დე-ოკუპაციის თემა გააქტიურდეს,“ – ამის შესახებ  ფრაქცია ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის შეთანხმება, რომელიც სტრატეგიული მოკავშირეების მხარდაჭერით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გაფორმდა.

„ეს ვიზიტი არის ნატოს სამიტისა და ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ჩვენი ნატოში გაწევრიანების და დე-ოკუპაციის თემა გააქტიურდეს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის შეთანხმება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხარდაჭერით  გაფორმდა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ხელისუფლებასთან ძალიან სერიოზული პრეტენზიები გვექნება,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპელი კანონმდებლების ოფიციალური ვიზიტი იწყება: ყველაფერი იმას ემსახურება, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაყენების დროს ვიყოთ ბევრად მომზადებული

 

mazda magti 5g