საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სალომე ზურაბიშვილმა და ქვეყანაში ვიზიტით მყოფმა დიპლომატმა, შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და შემდგომში პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის აქტიური ჩართულობა.
შეგახსენებთ, ევსოსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურის წარმომადგენელი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.
კრისტიან დანიელსონის მთავარი მისია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, მედიატორის ფუნქციის შესრულებაა.
დიპლომატი დღეს ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ის მმართველ გუნდს დღეს მეორედ ხვდება.