LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Moby ჰიტის Porcelain საორკესტრო ვერსიას ავრცელებს

97
page

Moby-მ თავისი ჰიტის, Porcelain განახლებული ვერსია გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ  ჩანაწერში ინდი როკ-ჯგუფის, My Morning Jacket ფრონტმენი, ჯიმ ჯეიმსიც მონაწილეობს.

სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Reprise შევა. თავისი ჰიტების საორკესტრო ვერსიები არტისტმა ბუდაპეშტის სახელოვნებო ორკესტრთან ერთად ჩაწერა. ალბომის გამოსვლა 28 მაისს იგეგმება.

ცნობისთვის, რიჩარდ მელვილ ჰოლმა, სასცენო სახელით Moby, მოღვაწეობა 1978 წელს დაიწყო, მას 17 ალბომი აქვს გამოშვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები