ოქტომბრის ბოლოს „მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული, 25 წლის შერონ ფონსეკა მშობლები გახდნენ. მათ ქალიშვილი, ბლუ იერუსალიმი შეეძინათ.
ახლახანს ვარსკვლავურმა წყვილმა გამოცემა Hello-ს ინტერვიუ მისცა და საზოგადოებას პატარა გოგონას ზღაპრულად მოწყობილი საძინებლის ფოტოებიც გაუზიარა. ახალშობილის ოთახი ვარდისფერშია გადაწყვეტილი, საწოლი კი საჰაერო ბუშტის დიზაინითაა შექმნილი.
გამოცემისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში წყვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც გაირკვა, ისინი სულ მალე საცხოვრებლად მაიამიში გადავლენ. აღსანიშნავია, რომ მათ ერთმანეთი სწორედ მაიამიში გაიცნეს. ოჯახი 6 თვეს აშშ-ში გაატარებს, დანარჩენ პერიოდს კი იტალიაში.
ცნობისთვის, ჯანლუკასა და შერონის ქალიშვილი თანდაყოლილი პათოლოგიით, ეგრეთ წოდებული „მგლის ხახით“ დაიბადა და მას მალე ოპერაცია ჩაუტარდება. გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯანლუკა ვაკი მზადაა ყველა ბავშვს, ვინც აღნიშნული პათოლოგიით დაიბადა, ფინანსურად დაეხმაროს და მკურნალობა სრულად დაუფინანსოს.