თბილისის საკრებულოს საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა მომავალი წლისთვის ვერ ხერხდება.
დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, საკრებულოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ბაღის მასწავლებლების ხელფასის ზრდა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
„ჩვენ ვცდილობდით, რომ ბაღის მასწავლებლებისთვის ხელფასები გაგვეზარდა, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ მოხერხდა, რადგან ხარჯების ზღვარს ვერ გადავაჭარბებთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობის მძევლები ვართ,” – განაცხადა ზარქუამ.
თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა, რომელიც პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარით არის გაზრდილი.