LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Moderna-მ ვაქცინის კლინიკური გამოცდა ბავშვებზე დაიწყო: კვლევაში მონაწილეობას მიღებს 7 ათასი ბავშვი, რომელთა ასაკიც 6 თვიდან 12 წლამდეა

112
BeFunky-collage (15)

ამერიკულმა კომპანია Moderna-მ ვაქცინის კლინიკური გამოცდა ბავშვებზე დაიწყო. ამის შესახებ CNN წერს.

კვლევაში მონაწილეობას მიღებს, აშშ-სა და კანადაში 6,750 ჯანმრთელი ბავშვი, რომელთა ასაკიც 6 თვიდან 12 წლამდეა.

ბავშვებს ვაქცინის ორ დოზას 28-დღიანი შუალედით გაუკეთებენ, განსხვავებული იქნება მილიგრამები ასაკის მიხედვით.

“ეს პედიატრიული კვლევა დაგვეხმარება შევაფასოთ ვაქცინის პოტენციური უსაფრთხოება და იმუნოგენურობა ახალგაზრდა ასაკში”- ამის შესახებ Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  სტეფან ბანკელმა განაცხადა.

ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალისტები 12 თვის განმავლობაში დააკვირდებიან.

“თუ დაგვრთავენ ნებას, რომ 6 წლის ზევით ბავშვები ავცრათ, აქამდე „მოდერნაზე“ იყო საუბარი, ამ ვაქცინას გამოვიყენებთ” – თემურ მიქელაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g