LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდი გავზარდოთ მსოფლიო: ბარსელონამ ფიფას იდეა მიაწოდა

84

ბარსელონამ შეთავაზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 24 გუნდამდე გაზარდონ. ამაზე El Mundo Deportivo წერს.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დადებითად მიიღო კატალონიელთა ეს იდეა.

„ბარსას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად საკლუბო ჩემპიონატის ფორმატის შესაძლო რეფორმები ინფანტინოსთან განიხილა. კატალონიელთა წინადადებაა ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარონ, თანაც ზაფხულის პერიოდში. ტურნირზე ევროპისა და სამხრეთ ამერიკის 8-8 გუნდი მიიწვიონ. დანარჩენი 8 გუნდი კი სხვა კონტინენტებიდან შეარჩიონ.

ჯანი ემხრობა ამ იდეას, რადგან ამჟამინდელ ფორმატს არც ხეირიანი შემოსავალი მოაქვს და ამასთან ევროპული კლუბებისთვის მოუხერებელ დროს ტარდება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი პირველად 2000 წელს გაიმართა. შესვენების შემდეგ იგი რეგულარულად ტარდება 2005 წლიდან.
„ბარსელონა“ ამ ტურნირის სამგზის გამარჯვებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები