მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები აქტიურ ფაზაშია.
ამჯერად ყურადღების ცენტრში Met Gala-ს გრანდიოზული სცენა მოხვდა. მოდური სამოსი, კაშკაშა განათებები და ცნობილი სახეებით სავსე დარბაზი, – ყოველივე ეს წარმოუდგენელ ვიზუალურ სანახაობას გვპირდება.
Met Gala-ს სცენის გადაღებებზე 76 წლის ლეგენდარულ მსახიობს წითელი, პომპეზური კაბა ამშვენებდა. როგორც ჩანს, ფილმის გაგრძელებაში მირანდა პრისტლი (მერილ სტრიპი) კვლავაც მოდის სამყაროს „დაუნდობელი დედოფალია“.
აღსანიშნავია, რომ ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს მირანდა პრისლის კარიერულ გამოწვევებზე. ის ემილი ბლანტის პერსონაჟს დაუპირისპირდება, თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა მაღალ პოზიციაზე მუშაობს მდიდრულ ბრენდში.
ფილმის რეჟისორი კვლავაც დევიდ ფრენკელია, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა. მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს შედგება.
„ეშმაკი ატარებს პრადას“ დაბრუნდა – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან









