ხანდაზმულობა – ეს არა მარტო გულმავიწყობა და საგრძნობლად შერყეული ჯანმრთელობაა, არამედ სპორტული აღნაგობა, მოვლილი გარეგნობა და მოდურ ჩვენებებში მონაწილეობაა.
დღეს მოდის სამყაროში საკმაოდ ბევრი ასაკოვანი მამაკაცია, რომელთა ასაკი 45-დან 60 წლამდე მერყეობს. მაგალითისთვის, ფილიპ დიუმამ სწორედ 60 წლის ასაკში გადაწყვიტა წვერის მოშვება, რომელიც მის საფირმო ნიშნად იქცა.
ე.წ. მოდურ ბაბუებს საკმაოდ ბევრი თაყვანისმცელი ჰყავთ, რომელთა შორის მეტწილად არა ბებოები, არამედ ახალგაზრდა ლამაზმანები არიან.