“გაზაფხულის დადგომით ბუნება გვეუბნება, რომ დროა ვიმხიარულოთ!” – ციტატები რობინ უილიამსისგან.
არსებობენ მსახიობები, რომელთა გამოჩენა ყოველთვის სითბოთი გვავსებს, ერთ-ერთი მათ შორის სწორედ რობინ უილიამსია, რომელიც საკუთარი ტკივილის და სევდის დაფარვით, ყოველთვის ახერხებდა ხალასი იუმორით მაყურებლის განწყობის გაუმჯობესებას. გთავაზობთ ნაღვლიანი კომიკოსის რამდენიმე საინტერესო ციტატას, რომელთაც არც მსახიობის გარდაცვალების შემდეგ დაკარგეს სიმწვავე და აქტუალურობა.
fortuna.ge გთავაზობთ რობინ უილიამსის ცნობილ ფრაზებს:
დრო საუკეთესო მასწავლებელია, თუმცა სამწუხაროა, რომ ყველა მოსწავლეს დაუნდობლად კლავს.
მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს! უმჯობესია იყო მარტო და გიყვარდეს მხოლოდ საკუთარი თავი, ვიდრე იყო იმ ადამიანების გვერდით, ვინც საკუთარი თავის სიძულვილს გაიძულებს.
ადამიანს მხოლოდ სამი რამ სჭირდება: სიცოცხლის პატივისცემა, ჯანმრთელი კუჭი და ლურჯი პიჯაკი.
იმიტომ არ ვწერთ და ვკითხულობთ ლექსებს, რომ პოეტები ვართ, უფრო იმიტომ, რომ ადამიანის მოდგმა ვნებითაა სავსე. მედიცინა, სამართალი, ბიზნესი და ტექნოლოგიური მიღწევები მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლადაა საჭირო, პოეზია კი, სილამაზე, რომანტიკა და სიყვარულია, რომლის გარეშე სიცოცხლე ფასს კარგავს.
სწორედ ის გვემართება ცხოვრებაში, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხით.
ყველა ნორმალურ ადამიანს თავისი პატარა სიგიჟე უნდა ჰქონდეს, სხვანაირად უბრალოდ საინტერესო არაა.
ქალები რომ მართავდნენ სამყაროს, ომი არ იქნებოდა, სამაგიეროდ იქნებოდა მუდმივი დაძაბული მოლაპარაკებები.
კარგი ადამიანები ყოველთვის ჯოჯოხეთში ხვდებიან, რადგან სხვებზე მეტად უჭირთ საკუთარი თავის პატიება.
ყოველთვის რთულია აღიარო, რომ დახმარება გჭირდება, თუმცა აუცილებლად სიმსუბუქეს იგრძნობ, როცა აღიარებას გაბედავ.
ტკივილის დასამალად მომხიბვლელი, თუმცა ყალბი ღიმილიც საკმარისია.
ყოველთვის იქნება ცხოვრებაში უსიამოვნებები, რთული პერიოდი, რადგან მხოლოდ მაშინ შეიძლება იმ მნიშვნელოვანის დანახვა, რომელსაც მანამდე საერთოდ ვერ ვამჩნევდით.
ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ომი აქვს ცხოვრებასთან, ამიტომ გამოიჩინე სულგრძელობა და იყავი შემწყნარებელი მის მიმართ.
რა აზრი აქვს ნერვიულობას და ფუჭ ფაციფუცს, როცა ცხოვრება მაინც თავისას წაიღებს.
ყოველთვის მძიმეა საკუთარ თავზე ცუდის მოსმენა. იყავი თვითკრიტიკული და ნაკლებად დაგწყვეტს გულს სხვათა შეფასება.
საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც ყველა შენს სისულელეს ყურადღებით მოისმენს, დაუფარავად გეტყვის, რომ სისულელეა და მაინც ყურადღებით გააგრძელებს მოსმენას.
მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობენ სხვები, მთავარია დაიჯერო, რომ მხოლოდ შენ, შენს აზრებს და იდეებს შეუძლია სამყაროს შეცვლა.
თუ სამოთხე არსებობს, კარგი იქნება წინასწარ გვცოდნოდა, შეიძლება თუ არა იქ სიცილი.
გარდაცვალება – მხოლოდ თვალის დახამხამებაა, რომელიც მარადიულად გრძელდება.