LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ სხვანაირად უნდა იჭიკჭიკო? შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს, ძარღვი არა, ძვალიც“ – ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიაზე

386
ირაკლი ზარქუა

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

„ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა… მადლობა „ქართულ ოცნებას? არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“ – ხვიჩია გვარამიაზე

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას „ზონდერი პროკურორი“ და „სამარცხვინო“ უწოდა:

„ჰოი, საოცრება, ჯიგრები დალაგდნენ და ჰყვებიან, „რუსეთის ფული რა პრობლემა არისო, რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდესო, რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ არის პრობლემაო და ეს ისტერიული შეტევები უნდა დამთავრდესო“ – „კვესოს“ ეუბნება, „კვესო“ კი იცით, ვინც არის. ამ ორის ამაზრზენ დებატს თუ დისკუსიას რა უნდა უპასუხო, არც ვიცი.

შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მე მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს, ძარღვი არა, ძვალიც და ამათ უნდათ შემდეგ არჩევნებზე გავიდნენ.

ბიჭო, ვის ატყუებ შენ? ახლა დაგჭირდა ხომ, მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო? გვარამიას მივმართავ: შე ზონდერო შენა, შე ზონდერო პროკურორო, როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები. ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა აჭიკჭიკდი ხომ სხვანაირად? სამარცხვინო ხარ შენ და მეორე რომ გყავს კიდევ, საველე მეთაური“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g