LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა წელს ნორვეგიაა

18

2018 წელს სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო არჩევანი – სკანდინავიაა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია International SoS-მა სკანდინავიის ქვეყნებს მსგავსი სტატუსი უკვე მეორედ მიანიჭა.

მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა 2018 წელს ნორვეგიაა, შემდეგ პოზიციებს კი ფინეთი და დანია იკავებენ. „ყველაზე დაბალი რისკის“ მქონე ქვეყანათა სიაში მოხვდა ასევე ისლანდია და შვეიცარიაც. ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოების დონეს კი რამდენიმე კრიტერიუმით – სამედიცინო დახმარების ხარისხით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებით და კრიმინალური სიტუაციით ადგენენ. საინტერესოა, რომ ყველაზე საშიშ ქვეყანათა შორის კი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ლიდერობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები