LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი საგანმანათლებლო პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს

106
GITA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, გასვლითი შეხვედრების სერია „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში“ დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და GITA-ს პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა რუსთავში, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ციფრული განვითარების ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია და შემეცნებითი ლექცია, დაინტერესებული პირები გაეცნენ სააგენტოს 2026 წლის ღონისძიებების კალენდარს და ყველა პროგრამის შესახებ ინფორმაციას, შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის  პრაქტიკული სემინარი.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ზურა ძიძიგურმა აღნიშნა, შეხვედრამ დიდი დაინტერესება გამოიწვია რუსთაველ ახალგაზრდებში: „GITA-სთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობასა და ფორმირებაში, ამ პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროთი“.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g