იმოგზაურე, დალიე ჯინი და ამისთვის ხელფასსაც გადაგიხდიან. ეს ხუმრობა ნამდვილად არ არის, კომპანია „ILoveGin”-მა ძალიან საინტერესო ვაკანსია გამოაცხადა. შერჩეულ კანდიდატს ბრიტანეთსა და ევროპაში მოგზაურობა და პოპულარული სპირტიანი სასმელის დაგემოვნება მოუწევს. ამისთვის კი მას წელიწადში 20 ათას ევროს გადაუხდიან.
„ჩვენ ვეძებთ ენთუზიასტ ჯინის მოყვარულს, ინტერნს, ანუ იგივე ჯინ-ტერნს, რომელიც მზად იქნება, რომ ახალ-ახალი სასმელი აღმოაჩინოს, დააგემოვნოს და თავისი მოსაზრება მსოფლიოს გაუზიაროს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შერჩეული კანდიდატი კი სასურველია, რომ ცხოვრობდეს ბრიტანეთში, ჰქონდეს მართვის მოწმობა, უყვარდეს ჯინი და რა თქმა უნდა, ის აუცილებლად სრულწლოვანი უნდა იყოს.