LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკავშირეები კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას – იენს სტოლტენბერგი

5372dd803182489fac9b48469954dc08-1521045493

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.

ეს განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მასთან გვექნება დისკუსია ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივ სხდომაზე. მოკავშირეები კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტსა მტკიცე მხარდაჭერას. მოკავშირეები საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევენ. ველოდები ამ შეხვედრას და ველოდები მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის მთავარ თემებზე ისაუბრა, რომელთა შორის არის შავი ზღვის უსაფრთხოება. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი სამხედროები და უკრაინული გემები.  მინისტერიალზე ასევე განიხილება რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები და ნატო-ს საპასუხო ზომები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g