LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოხდება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა” – ბექა წიქარიშვილი შს მინისტრის დაპირებებზე

51

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრის, ბექა წირაქიშვილის თქმით, შს მინისტრი ხვალ პარასკევის ღამის მოვლენებს მოქალაქეებთან განიხილავს.

“ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამებრძოლებო, ალბათ, ყველა ხვდებით, რომ ესკალაციის რისკი არის ძალიან დიდი. ეს გვაკისრებს ერთგვარ პასუხისმგებლობას. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება. ჩვენ ვართ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეები, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ სიტუაცია და ვიმოქმედოთ შემდგომ ადეკვატურად. 

“როგორც შს მინისტრმა გვითხრა, ის გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არასდროს არ გაურბის. ხვალ განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს და ის მზად არის, რომ ვინც ჩაიდინა იქ გადაცდომები, პასუხი აგოს ყველა პირმა. საუბარი არაა დაბალ რგოლზე, არამედ იმაზე, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება. მივიღეთ დაპირება, რომ მოხდება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა, უახლოეს დღეებში კონკრეტული პროგრესი იქნება. ჩვენ დაველოდებით მის საჯარო განცხადებას. მოკლედ, ეს არის ის, რაც შემოგვთავაზეს,” – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილის თქმით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.

 

magti 5g