LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხსენით კომენდანტი, ჯანდაცვამ კარგად იმუშავა – ზილფიმიანი

78
დავითი

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მიმართა და ქვეყნის გახსნის და კომენდანტის მოხსნისკენ მოუწოდა.

„მივმართავ უმრავლესობას, თუ ჩვენ ივნისიდან იმისათვის, რომ სეზონი არ ჩავარდეს, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ჟანგბადს არ მივცემთ მომსახურების სფეროს, ჩათვალეთ რომ გაცილებით უფრო დამძიმდება სიტუაცია მომსახურების ბიზნესში.

ბათუმში უკვე ბევრი ტურისტია. მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია, რომ ცხრა საათზე ნომერში უნდა იყვნენ. კარგად იმუშავა ჯანდაცვამ, აცრის ტემპები მომატებულია, თუმცა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სეზონი არ ჩავაგდოთ. მოვითხოვოთ, რომ გავხსნათ სეზონი ივნისიდან.

მოდი, მომსახურების ბიზნესს ნუ დავღუპავთ და ხელისუფლებას მივმართოთ გახსნას ქვეყანა“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

სირცხვილია, ვსარგებლობდეთ პრივილეგიით, როდესაც მოქალაქე იძულებულია 21:00 საათზე სახლში გამოიკეტოს – ნაცვლიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები