ბიონსეს ფანებს მისი მოდური გარდასახვა უკვე აღარ უკვირთ, თუმცა საჰელოუინო ჩაცმულობა, რომელიც ბიონსემ ახლახანს გამოაჩინა, ბევრისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. მშობიარობის შემდეგ შესამჩნევად გამხდარი მომღერალი არ ერიდება ფიგურის დემონსტრირებას, უფრო მეტიც, მაქსიმალურად ცდილობს საკუთარ ფორმებს ხაზი გაუსვას. ამიტომაც ჰელოუინისთვის მან მეტად ღია სამოსი შეარჩია.
სალათისფერი საცურაო კოსტიუმი, ამავე ფერის ბეწვის მოსაცმელი, ქუსლიანი ფეხსაცმელი და სათვალე – ეს ყველაფერი ბიონსემ პარიკით დაამშვენა.
ბიონსეს ექსპერიმენტები ამით არ დასრულებულა და მან ქერა გოგონას იმიჯიც მოირგო, ცისფერი კაბა, ცისფერი ქურქი ჩაიცვა და გამოსახულების სრულყოფისთვის ცისფერი ლინზებიც მოირგო. ფოტოები