LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოკლედ, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ” – ისტორია რობერტ ბარძიმაშვილზე

1139
BeFunky-collage (3)

ეპოქალური მომღერლის რობერტ ბარძიმაშვილის შესახებ ირინა ბაირამაშვილი საინტერესო ისტორიას “ფესბუკ” მეგობრებს უზიარებს.

“მოკლედ, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: 7 წლის ვიყავი, როდესაც საგარეჯოს ტელევიზიაში მიწვეული სტუმარი გადმოსცემდა ინფორმაციას, რომ გაიხსნა ვოკალური სტუდია და იწვევდა ბავშვებს, ამ დროს ჩემი ნანული ბებო (ვისი გენიც გამომყვა მე, დღეს არ ამომდის გონებიდან ულამაზეს თითებს რო დაუსმევდა ჩონგურის სიმებს და საოცრად მსუყე ხმით დაიწყებდა სიმღერას ) გამოვარდა სიხარულით და დაუძახა დედაჩემს, რომ სასწრაფოდ მიიყვანე ირინაო, დედამაც ამიტკიცა თმა ზევით (ისე მიკრავდა ხოლმე თმას, რომ სამი დღე წარბები ჰაერში მქონდა ხოლმე) და გავქუსლეთ პიონერთა სასახლეში (თამრიკო ჯაბადარს ვენაცვალე ამ ყველაფრის დაარსებისთვის). მივედით და კი არ გამოდის, გამორბის ჭაღარა, სიმპათიური, სიგარეტით ხელში, სათვალე ყელზე დაკიდებული, საოცრად გემოვნებიანი კაცი და ეს კაცი იყო რობერტ ბარძიმაშვილი. მას მერე მოვიწამლე ამ კაცის სიყვარულით და სიმღერის სიყვარულით. კაცი, რომელიც არის კოლორიტი, ნაღდი (სიყალბის ნატამალი არ ჰქონდა), კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა, რომელმაც მასწავლა სიმღერის სიყვარული – რა იყო გემოვნებიანი და რა უგემოვნო და სწორედაც ეს მის აღზრდილ მოსწავლეს ყველას გვეტყობა, ყველას დაგვამადლა სათითაოდ.”,- წერს მომღერალი ირინა ბაირამაშვილი.

მოკლედ ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ:7წლის ვიყავი როდესაც საგარეჯოს ტელევიზიაში მიწვეული სტუმარი გადმოსცემდა ინფორმაციას…

Posted by Irina Bairamashvili on ხუთშაბათი, 12 იანვარი, 2023

პოსტს ბევრი დადებითი ემოცია და კომენტარი მოჰყვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები