ბრიტანეთის სამეფო სახლი ქეით მიდლტონის ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ოფიციალურ საშობაო ქარდად არის წარდგენილი. ფოტოთი ქეითი 15 დეკემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაგეგმილ კონცერტს აანონსებს, რომლის წამყვანიც თავად იქნება. ტრადიციული საშობაო კონცერტი ამჯერად დედოფალ ელისაბედის ხსოვნას მიეძღვნება და მისი სახელწოდებაა „ერთად შობას“.
ოფიციალური ფოტოს გამოქვეყნების მერე ქეითმა ფოტოს გადაღების ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა. აქ ყურადღებას იქცევს კენსინგტონის სახლის სადა საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხე, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, ასევე ქეითის სადღესასწაულო კაბა, რომელიც Needle & Thread-ის ბრენდს ეკუთვნის და მისი ღირებულება 560 ამერიკული დოლარია.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის რომანტიკული ფოტოები კულისებიდან – წყვილი სიყვარულს ასხივებს
ქეით მიდლტონი ბოსტონში „ბარბერის“ კუბოკრულ კაბასა და „ალექსანდრე მაკქუინის“ პალტოში ბრწყინავდა