“ყველა უნდა იყოს მოწადინებული, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს და იყოს ისეთი შედეგის მქონე, რითიც ქვეყანა გადადგამს ნაბიჯს წინ.” – აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე და ამბობს, რომ ხელისუფლება მკაცრად იცავს პირობას, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დეტალების გაუხმაურებლობას უკავშირდება და აქვე აღნიშნავს, რომ ოპიზიციის მხრიდან საზოგადოებამ ამის საპირისპირო არაერთი მაგალითი იხილა.
როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და აქვს წარმატების იმედი, რადგან საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს:
“მოკლებული ვარ შესაძლებლობას, კონკრეტულ პირობებზე ვისაუბრო. ვფიქრობ, რომ შეთანხმება მიღწევადია, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია. ნამდვილად მაქვს წარმატების იმედი, რადგან ზოგადად, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს ისეთ დამოკიდებულებებთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება მერკანტილური იყოს.
მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციონერთა მხრიდან ვიხილეთ ისეთი დამოკიდებულება, რაც კონსტრუქციული არ იყო. მაგალითად, ჩვენ მკაცრად ვიცავთ პირობას, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დეტალების გაუხმაურებლობას უკავშირდება.ოპიზიციის მხრიდან ამის საპირისპირო არაერთი მაგალითი ვნახეთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის.
ყველა უნდა იყოს მოწადინებული, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს და იყოს ისეთი შედეგის მქონე, რითაც ქვეყანა გადადგამს წინ ნაბიჯს.” – თქვა სარჯველაძემ.
