LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვის პრო-რუსი ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატისა და კორუფციის ბრალდებით დააკავეს

109
773x435_cmsv2_73b4c42c-b70b-55de-9648-9c4f5619a006-6724302

მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი კიშინიოვში დააკავეს. გამოძიება დოდონს კორუფციას, სამშობლოს ღალატს, უკანონო გამდიდრებასა და პარტიის უკანონო დაფინანსებას ედავება.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სულ 10 შენობა და 3 მანქანა გაჩხრიკეს, საიდანაც “დიდი ოდენობით” ფული და ძვირად ღირებული ნივთები ამოიღეს.

“ჩხრეკის დროს ერთ-ერთმა პირმა სცადა გადაყლაპვა და განადგურება იმ დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებდა დაახლოებით 700 000 ევროს ღირებულების უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

დოდონი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მოლდოვის პრო-დასავლელ პრეზიდენტს მაია სანდუს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღება გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g