სავაჭრო ობიექტები და მოლები დღეიდან ისევ დაიხურა. მომხმარებლებს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში პროდუქციის შეძენა, ისევ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. შეზღუდვები არ ეხება და კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასურსათო ობიექტები.
დღეიდან, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება.
2020 წლის 26 ნოემბერს, როდესაც მთავრობამ ახალი შეზღუდვების შესახებ განკარგულება გამოსცა, სწორედ მაშინ ითქვა, რომ 16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში, თუმცა არა შაბათ-კვირას, სავაჭრო ობიექტები და ღია და დახურული ბაზრობები მუშაობის აღდგენას შეძლებდნენ. დაანონსებულია, რომ სწორედ ამავე პერიოდში უნდა აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც, თუმცა ისიც მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას.
ცნობისთვის, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. (გამონაკლისი მხოლოდ 6 იანვარი შობის ღამე იქნება). ასევე, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.