საქართველოში დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის NATO გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა. ის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა ელოდება, რომ „ბოლო-ბოლო სტოლტენბერგი გვეტყვის იმ თარიღს, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი და მისი უსაფრთხოება იქნება დაცული“.
„მოლოდინები ის მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩამოიტანს იმ თარიღს და გვეტყვის, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი და მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. რაც შეეხება, რამდენად დავწინაურდით ჩვენ – თვითონ ისინი ამბობენ, ჩვენი პარტნიორები NATO-დან, სწორედ ისინი აღნიშნავენ, რომ როგორც არასდროს, ისე არის საქართველო-NATO-ს ურთიერთობა ახლოს, უფრო დაახლოებული. იცით, რომ ერთობლივი წვრთნები, აღჭურვა და ა.შ. გრძელდება ეს პროგრამები. ასე რომ, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, კიდევ ერთხელ მოვისმენთ NATO-ს ხელმძღვანელობისგან, ლიდერებისგან, თუ რა ეტაპზე ვართ“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.