LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 60-მდე სუპერმარკეტი შეემატება

193

„სმარტმა“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ, მორიგი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე გახსნა. მომავალი 3 წლის მანძილზევისოლისქსელსსმარტის“ 60-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.

ვისოლისავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელისმარტიუახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, ზუგდიდში, ბათუმში, თერჯოლაში, რუსთავსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გახსნის ობიექტებს და მომხმარებლისთვის მგზავრობისა და განახლებული ასორტიმენტის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეძენისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შექმნის. ახალგახსნილ „სმარტში“ მომხმარებელს წამახალისებელი აქციაც ელის. იტალიურ ყავა „ტრუჩილოს“ შეძენის შემთხვევაში მათ საჩუქრად გადაეცემათ „სმარტის“ წარმოების უგემრიელესი პლიე.

შეგახსენებთ, „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტისფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო. ფართო ფორმატის სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეელოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება პატარა და საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა.

ცნობისათვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.

ვისოლისსუპერმარკეტების ქსელისმარტიევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოჩენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. სუპერმარკეტებში მომხმარებელს კომპფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად, სულ სხვა გემო აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g