LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლიდან Bus lane კიდევ რამდენიმე ქუჩაზე მოეწყობა

63

დედაქალაქის მასშტაბით, Bus Lane–ის მოწყობის მიზანშეწონილობას თბილისის მერია აზიის ბანკის კონსულტანტებთან ერთად განიხილავს.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, პირველ რიგში განიხილება ავტობუსის სამოძრაო სპეციალური ზოლის შექმნა მელიქიშვილის ქუჩაზე, ვარაზისხევის მიმართულებით.

„აზიის ბანკთან ერთად განვიხილავთ შესაძლებლობას თუ რამდენად ეფექტური იქნება ახალი bus lane–ების მოწყობა მელიქიშვილზე, ვარაზისხევის მიმართულებით. ამ პროექტის დამუშავებას გავდივართ ახლა. მომავალი წლის თებერვალში უნდა გვქონდეს სურათი შესაძლებელია თუ არა ამ ლოკაციაზე bus lane–ის მოწყობის პირობებში, უფრო მეტი მობილობის მიღწევა. საკმაოდ საინტერესოდ ვუყურებთ ამ პროექტს“, – განაცხადა მან.

ლექვინაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კონსულტანტების მიერ ამ ლოკაციის გარდა, იქნება სხვა ადგილებიც შემოთავაზებული, სადაც bus lane-ების დახაზვა ოპტიმალური იქნება.

„ეს ძალიან პრიორიტეტული საკითხია, რადგან მოძრაობის უფრო მეტი სისწრაფისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში ეს საკითხი მნიშველოვანია“, – განაცხადა ლექვინაძემ.

წელს კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, გორგასლის ქუჩაზე და აღმაშენებლის გამზირზე Bus lane-ები მოეწყო. სპეციალურ ზოლზე მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტებისთვისაა დაშვებული. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში ბასლაინები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს.

Bus lane-ები დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის გატარებული კიდევ ერთი ღონისძიებაა. როგორც უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, ამ მხრივ ყველაზე ეფექტიანი სწორედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები