LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლიდან G7-ი არაინდუსტრიული რუსული ბრილიანტის იმპორტს აკრძალავს

124
bri

Forbes Georgia-ს ცნობით, დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტის იმპორტი აიკრძალება, ძვირფასი ქვით ვაჭრობაზე ემბარგო კი მომავალი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. აკრძალვა არ შეეხება სამრეწველო გამოყენების ქვებს.

იმპორტზე აკრძალვის დაწესებით G7-ის სახელმწიფოები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, შეასუსტონ რუსეთის ეკონომიკური შესაძლებლობა დააფინანსოს ომი უკრაინაში.

მიუხედავად ადრეული მცდელობებისა, რუსული ბრილიანტის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების, მათ შორის, ბელგიის წინააღმდეგობის გამო, საქონელი ამ დრომდე დასავლური სანქციების მიღმა რჩებოდა.

ყოველწლიურად რუსული ბრილიანტის ექსპორტის ღირებულება, საშუალოდ, $4 მილიარდს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g