ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, მომავალი ,,გრემის” გამართვისა და ნომინანტთა გამოცხადების თარიღები გაამხილა.
ცნობილი გახდა, რომ 67-ე ,,გრემი” 2025 წლის 2 თებერვალს გაიმართება, ნომინანტთა სია კი 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. ნომინანტები 2023 წლის 16 სექტემბრიდან, 2024 წლის 30 აგვისტომდე განხორციელებული მუსიკალური აქტივობებით დასახელდებიან.
ჯერჯერობით შოუს წამყვანის ვინაობა არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ 66-ე ,,გრემი”, რომელსაც ზედიზედ მეოთხედ – ტრევორ ნოა გაუძღვა, 4 თებერვალს შედგა. 2024 წლის მთავარი მუსიკალური მოვლენის ტრიუმფატორი – ფიბი ბრიჯერსი გახდა.
„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა