გოლდი ჰოუნისა და კურტ რასელის რომანი 1984 წელს გამოსული ფილმით, „მიმართულების შეცვლა“ დაიწყო. მათ უკვე 38 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ კიდევ არ იმყოფებიან. ერთ-ერთ ინტერვიუში გოლდიმ აღიარა, რომ კურტის შეყვარებულის სტატუსი ძალიანაც მოსწონს და ოფიციალურად დაქორწინებას სულაც არ ჩქარობს.
ამჯერად წყვილი ლოს-ანჯელესის შემოგარენში, სეირნობისას გადაიღეს. ისინი ლაბრადორის ლეკვს ასეირნებდნენ, რომელიც ჰოუნის თქმით, სანტამ საშობაოდ აჩუქა.
გოლდის ლეგინსები და შავი დუტის ქურთუკი ეცვა, კურტს კი კრემისფერი ქურთუკი და ჯინსის შარვალი ამშვენებდა.