მონღოლეთის პრეზიდენტი საკარანტინო პერიოდს გაივლის. მას კორონავირუსის ინფექციის დასადგენად ანალიზი უკვე ჩაუტარდა, თუმცა საინკუბაციო რეჟიმის დაცვა მაინც მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ხალთმააგიინ ბატულგა ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა, რაც გახდა მისი კარანტინში მოთავსების მიზეზიც.
პრეზიდენტთან ერთად, კარანტინის 14-დღიან დაკვირვებას გაივლიან სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებიც და მათ შორის მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პრეზიდენტი და მინისტრი ამ დროისათვის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოს სპეციალურ სივრცეში არიან გადაყვანილები, სადაც მედიკოსები მათზე დაკვირვებას განახორციელებენ.
პრეზიდენტი ჩინეთიდან 27 თებერვალს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში მას ქონდა რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა. უცხოური გამოცემის ინფორმაციით, მონღოლეთის პრეზიდენტმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსთან ბრძილაში მხარდაჭერა აღუთქვა. გავრცელებული ცნობით, ხალთმააგიინ ბატულგამ ჩინეთს 30 000 ცხვარი აჩუქა.
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 858-მდე გაიზარდა: პირველი შემთხვევები ლიეტუვასა და ნიგერიაშიც გამოვლინდა