გუშინ, პარიზში ძმებ ლიუმიერების სახელობის კინოპრემია გაიმართა, რომელიც „ოქროს გლობუსის“ ფრანგულ ანალოგად ითვლება. ღონისძიების საპატიო სტუმარი მონიკა ბელუჩი იყო.
საღამოსთვის იტალიელმა ლამაზმანმა Alexandre Vauthier-ის წითელი კაბა შეარჩია, რომელიც შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და Christian Louboutin-ის ხელჩანთით გააფორმა. Cartier-ის სამკაული კი უნაკლო იმიჯის საბოლოო შტრიხი გახდა.
პრემია „ლიუმიერი“ წელს 23-ედ გაიმართა. აბსოლუტური ლიდერი „120 დარტყმა წუთში“ გახდა, რომელმაც ექვსივე წარდგენილ ნომინაციაში გაიმარჯვა.