მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც სოციალური ქსელი, ტიკ ტოკი აიკრძალა.
„მონტანის მცხოვრებთა პირადი მონაცემების ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან დასაცავად შტატში ტიკ ტოკი ავკრძალე“, – განაცხადა მონტანას გუბერნატორმა, გრეგ ჯანფორტემ.
ცნობისთვის, აშშ-ში ტიკ ტოკის მფლობელ კომპანიას, ByteDance-ს ჩინეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. აპლიკაციის გამოყენებისთვის ამ ეტაპზე არანაირი ჯარიმა გათვალისწინებული არ არის. კანონი ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.
ტიკ ტოკი თინეიჯერებს დროის ლიმიტს უწესებს
ევროკომისიის პერსონალს ტიკ ტოკის გამოყენება აეკრძალა