LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის პერსონალს ტიკ ტოკის გამოყენება აეკრძალა

121
Untitled76

ევროკომისიის პერსონალს სოციალური ქსელის, ტიკ ტოკის გამოყენება აეკრძალა. საქმე ისაა, რომ დასავლური ქვეყნების ხელისუფლებებს აქვთ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ეხმარებიან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და მის სპეცსამსახურებს მთელი მსოფლიოდან მონაცემების შეგროვებაში, განსაკუთრებულ სამიზნეებს კი პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროები წარმოადგენენ.

როგორც Politico-ს ევროკომისიის მაღალჩინოსანმა განუცხადა, 23 თებერვლიდან მთელ პერსონალს სამუშაო მოწყობილობებიდან აპლიკაციის წაშლა დაევალა. ბრძანება ვრცელდება პირად მოწყობილობებზეც, თუ ამ გაჯეტებში სამსახურთან დაკავშირებული აპლიკაციებიც არის ჩაწერილი.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები