LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში საჯარო მოხელეებს სმარტფონებზე Candy Crush-ის, ნეტფლიქსისა და ტიკ-ტოკის ჩამოტვირთვა აუკრძალეს

120
GettyImages-1470268021

საფრანგეთში საჯარო მოხელეებს სმარტფონებზე Candy Crush-ის, ნეტფლიქსისა და ტიკ ტოკის ჩამოტვირთვა აუკრძალეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კიბერუსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვაა. საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრის, ჟან-ნოელ ბარომის განცხადებით, აღნიშნული აპლიკაციები არ აკმაყოფილებს კიბერუსაფრთხოების შესაბამის ნორმებს.

შეგახსენებთ, 1-ელ მარტს კიბერუსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტმა თანამშრომლებს ტიკ ტოკის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალა, ხოლო ევროპარლამენტარებს ტელეფონიდან აპლიკაციის წაშლა ურჩია. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადის ხელისუფლებამაც.

ChatGPT Google-ს ორ წელიწადში გაანადგურებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები