LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქმედებს თუ არა თამბაქო ნეგატიურად მამაკაცის გონებრივ შესაძლებლობებზე

117

ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით თამბაქო საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს მწეველი მამაკაცის გონებრივ შესაძლებლობებზე, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ისინი კარგავენ სწრაფად და ლოგიკურად აზროვნების უნარს. თუმცა, თამბაქოს მსგავსი მავნებელი თვისებები ნაკლებად ვრცელდება ქალბატონებზე.

საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად, მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის ბრიტანეთის სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები – 5 ათასი მამაკაცი, 2 ათასი ქალბატონიც მიიწვიეს და მათ სპეციალური კითხვარის შევსება შესთავაზეს, რომელიც გონების ეფექტური მუშაობის და ინტელექტუალური დონის განსაზღვრას ითვალისწინებდა.

ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ თამბაქოს სისტემატური მოხმარება თრგუნავს მამაკაცის ინტელექტს და იწვევს გონების ადრეულ დაბერებას, თამბაზქოზე უარის თქმის შემთხვევაში კი, სტაჟიან მწეველებსთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება გონების გარკვეული ფუნქციების აღდგენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები