LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Morgan დაემშვიდობა სპორტქარს, რომელიც 70 წლის განმავლობაში გამოდიოდა

115
3de557ae3a73ae00dbf22412975f49b3bc233f78

ინგლისურმა ფირმა Morgan–მა Plus 4 70th Anniversary Edition-ის სპეციალური ტირაჟის გამოსვლა დააანონსა. საიუბილეო ტირაჟი 20 როდსტერისგან შედგება და ახალი მოდელები ალუმინის პლატფორმას მიიღებენ. უნიკალური პარტია აპრილისთვის გამოვა და მთელი სერია უკვე გაყიდულია.

Morgan Plus 4 – ბრენდის მარადმწვანე მოდელია. პირველი როდსტერი ჯერ კიდევ 1950-იან წლებში გამოვიდა და მთელი 70 წლის განმავლობაში სპორტქარის კონცეფცია არ შეცვლილა. უცვლელად შენარჩუნდა ძარის ხის ელემენტებიც კი. საიუბილეო სპეც-ვერსიის ვიზუალურად ცნობა საკმაოდ რთულია, თუმცა მაინც – ახალი სპორტქარი ძარის სპეციალური ფერით, საბურავებით და დეკორის ელემენტებით გამოირჩევა.

ჩვეულებრივ ვერსიასთან შედარებით სიახლე 182 ცხენის ძალის მქონე 2.0 ძრავ Ford Duratec–ს მიიღებს. განახლებულ Morgan Plus 4–ს პირველი 100 კმ–ს გასავითარებლად 7 წამი დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები