7-8 სექტემბერს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, მორიგი გემო ფესტი გაიმართება.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რეგიონებში ახალი ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზებების განვითარება და პოპულარიზაცია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კვების ზონა, სადაც მეგრული კერძების საინტერესო ინტერპრეტაციების გასინჯვა იქნება შესაძლებელი. ასევე მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ფერმერების ბაზარი, საბავშვო ზონა.
გემო ფესტს მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი, 8 სექტემბერს კი ფესტივალის სტუმრებისთვის ჯგუფი „მგზავრები“ იმღერებს.