სოციალურ ქსელში გიგა ბაინდურაშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელიც თბილისშია გადაღებული და სადაც, უკვე მერამდენედ, ასახულია ყვითელი ავტობუსის საშინელი გამონაბოლქვი, რომელიც გარემოს აბინძურებს.
გიგა ბაინდურაშვილმა ვიდეოზე თბილისის მერია მონიშნა და წერს:
„თბილისის მერია / Tbilisi City Hall ოჯახში როგორ ხართ? ხომ კარგად?! რამე ხომ არ გჭირდებათ? რო რამე, დამირეკეთ“.
როგორც გიგამ აღნიშნა, თავად სკუტერით მოძრაობდა და ამ ავტობუსის ბოლში ისე გაეხვა, რომ ვერაფერს ხედავდა…