Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 23 პროცენტს კი მიაჩნია, რომ პირიქით-კვლევა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევით ირკვევა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტის აზრით შეიცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ.
ფოტო: Edison Research კვლევა
კვლევა ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ხმის მქონე 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხა, კვლევის ცდომილება კი 2,2 პროცენტია.