LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ მათ ან სამსახური დაკარგეს ან ხელფასი შეუმცირდათ – NDI

49
A467F5F5-4B9A-42F6-A5F0-FB29CF5D5161-w1023-s

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკის პრობლემები.

NDI-ის კვლევის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის მთავარ პრობლემად რჩება.

მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის დონზე კიდევ უფრო გაუარესდა.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 68% ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ მათ ან სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ. მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი აცხადებს, რომ ისევ უმუშევარია.

ცნობისთვის, NDI-ის აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g