LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეების დანიშვნა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად, ისე როგორც შეთანხმება ითვალისწინებდა: ბოჭორიშვილი

48
მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოში რიგით მესამე ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს და ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა.

ამ განცხადებას ეხმიანება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და აღნიშნავს, რომ ამას დაკარგულ შესაძლებლობას ვერ დაარქმევდა, თუმცა, სასამართლო რეფორმა, რომელიც ასახულია შარლ მიშელის შეთანხმებაში, საჭიროებს ინკლუზიურ ჩართულ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან:

“მე ვერ დავარქმევდი ამას დაკარგულ შესაძლებლობას, თუმცა, სასამართლო რეფორმა, რომელიც ასახულია ასევე შარლ მიშელის შეთანხმებაში, საჭიროებს ინკლუზიურ ჩართულ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან.

ქართული ოცნების” კითხვა შეთანხმების, არის ისეთი, რომ ჩვენ შეთანხმებას ვასრულებთ ერთმნიშვნელოვნად. მზაობა იმის თაობაზე, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს, ნამდვილად არის, ამისთვის საჭიროა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება შეთანხმების პროცესისადმი და არ არის ეს გემოვნების ამბავი, რაც მოგვწონს დებულებები, ის შევასრულოთ პოლიტიკური ქულების დასაწერად და რაც არ მოგვწონს, არ შევასრულოთ.

რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას, მათი დანიშვნა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად, ისე როგორც შეთანხმება ითვალისწინებდა. თუკი საჭიროა ამასთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, „ქართული ოცნება” ნამდვილად მზად აროს ამ თემაზე კონსულტაციები გავაგრძელოთ.” – თქვა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან და ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები